ჰიპოგრიფი მაგიური არსებაა რომელსაც გიგანტური არწივის ფრთები, თავი და წინა ფეხები და ცხენის უკანა ფეხები, ტანი და კუდი აქვს. ის ძალიან ჰგავს მეორე მითოლოგიურ არსება გრიფინს, რომელიც ცხენის მაგივრად ლომს ჰგავს, მაგრამ დანარჩენით იგივეა. ჰიპოგრიფებს ფოლადისებრი ნისკარტი და დიდი, მკვეთრი, ნარინჯისფერი თვალები აქვთ. ბრჭყალები წინა ფეხზე 15 სანტიმეტრი აქვთ და სასიკვდილოა ნებისმიერისთვის ვინც ჰიპოგრიფის ანტიპათიას დაიმსახურებს.
ჰიპოგრიფთან მიახლოებისას უნდა იქნას დაცული შესაფერისი ეტიკეტი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ისინი ძალიან ამაყი არსებები არიან და პიროვნებამ მათთან მიახლოებისას უნდა გამოხატონ პატივისცემა თავის დახრით და დალოდებით ვიდრე ისინიც არ დაუხრიან თავს. ჰიპოგრიფს ყოველთვის ნდა უყურებდე თვალებში და უნდა დააცადო პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუ ჰიპოგრიფი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს ან არ მოეწონები, შეიძლება თავს დაგესხას. ისინი მორჯულებად ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც მხოლოდ ექსპერტები წვრთნიან.
მიუხედავად სიამაყისა, ჰიპოგრიფები ძალიან ლოიალურები არიან და იცავენ იმ ადამიანებს, ვინც მათი ნდობა მოიპოვა. მაგალითად ჰიპოგრიფი ბაკბიკი ასტრონომიის კოშკში სევერუს სნეიპს დაესხა თავს რათა ჰარი დაეცვა, უფრო ადრე კი თესტრალებს მოუძღოდა და გოლიათებს ესხმოდა თავს.
ჰიპოგრიფები ძირითადად მწერებს, ჩიტებს და პატარა ძუძუმწოვრებს (მაგალითად ქრცვინებს) ჭამენ.
შეჯვარებისას ჰიპოგრიფები ბუდეს იშენებენ და დებენ ერთადერთ, მყიფე კვერცხს. ახალშობილი ჰიპოგრიფები ერთ კვირაში იწყებენ ფრენას მაგრამ სჭირდებათ დიდი ხანი რომ ისწავლონ დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე ფრენა.
ჰიპოგრიფების პატრონები იყენებენ შემნიღბველ შელოცვებს რათა მაგლებს აარიდონ ისინი.