მაქცია არის ქმნილება რომელიც მხოლოდ სავსე მთვარეობის მცირე პერიოდში არსებობს,სხვა დანარჩენ დროს კი იგი უბრალო ადამიანია.თუმცა ადამიანის ფორმის მაქციასაც ზოგადად მაქცია ეწოდება.მაქციის ჩვეულებრივი მგლისგან გარჩევა შეიძლება რამდენიმე ფიზიკური ნიშან-ფაქტორით,რომლებიცაა : თვალის გუგები,დინგი, და ფოჩიანი კუდი,ასევე მათ ორ ფეხზე დრომა შეუძლით.ადამიანი მაქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ მას მეორე მაქციამ გარდასახულმა უკბინა და არა ადამიანის ფორმაში.ხოლო თუ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა და მაქციამ დაგკბინათ,უნდა ისწავლოთ როგორ მართოთ ის,ამისთვის თქვენ დაგეხმარებათ "wolfsbane potion",რომელიც სამწუხაროდ ვერ ახდენს გარდასახვაზე ზემოქმედებას,თუმცა საშუალებას მოგცემთ მაქციათ გადაქცეულს საკუთარი თავი მართოთ და სხვებს ზიანი არ მიაყენოთ,თუმცა ეს სასმელი ძალზედ ძნელი დასამზადებელია და ძალიან ცუდი გემო აქვს.მაგიურ სამყაროში დღემდე არ არსებობს ისეთი რამ აღმოჩენილი,რომელსაც შეუძლია გარდასახვის პროცესი შეაჩეროს,ამის გამო მაქციები ძირითადად საზოგადოებისგან დევნილები და მოწყვეტილები არიან და უწევთ საშინელ პირობებში ცხოვრება,საჭმლის და ტანსაცმლის მოპარვა,ხშირად გაბოროტებულები ადამიანად ყოფნის დროსაც კი კბენენ ხალხს,ისინი ამის გამო ძირითადად ბნელ ძალებს უჭერენ მხარს,როგორც ჩვენთვის ცნობილია ისინი ვოლდემორმა მიიმხრო.
ჩვენთვის ცნობილია სამი მაქცია,რემუს ლუპინი,რომელიც სხვა მაქციებისგან განსხვავებით ვოლდემორს არ ემხრობა,მეორე ეს არის ფენრირ გრეიბექი და მესამე უსახელო, მაქციისგან დაკბენილი ადამიანი, რომელიც არტურ უისლიმ საავადმყოფოში ყოფნისას გაიცნო.ბილ უისლი რომელსაც ფენრირ გრეიბექი თავს დაესხა,არ არის მაქცია,რადგან მას არა გარდასახულმა,არამედ ადამიანის ფორმაში მყოფმა მაქციამ უკბინა,თუმცა მაქ მგლური თვისება მაინც ის დაყვა რომ სისხლიანი ხორცის ჭამა შეუყვარდა
<( გარდასახვის პროცესი)
ჩემი მოსაზრებით მაქციებს სრული უფლება აქვთ იყვნენ საზოგადოების კანონიერი მაცხოვრებლები და მათ ეწოდებოდეთ ადამიანი იმ შემთხვევაში,თუ გარდასახვისას ყველანაირი პირობა ექნება იმისა,რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს,წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან :