თესტრალი ჩონჩხის სხეულის მქონე ფრთიანი ცხენის ჯიშია, რომელსაც რეპტილიის მსგავსი სახე და ტყავის უზარმაზარი ფრთები აქვს, რითაც ღამურასაც ემსგავსება.
შესაძლებელია თესტრალების მოშინაურება და მათ იყენებენ როგორც ტრანსპორტის ალტერნატიულ საშუალებას. თუ კი თესტრალი გაწვრთნილია, ის სწრაფად წაიყვანს თავის მგზავრს ნებისმიერ ადგილას.
კლასიფიკაციის მიხედვით თესტრალები ოთხ იქსიანი (XXXX) არსებები არიან და მათთან გამკლავება მხოლოდ დახელოვნებულ ჯადოქრებს შეუძლიათ. გამრავლება ან მოშინაურება სამინისტროს ნებართვის გარეშე აკრძალულია და ისეთ ჯადოქრებს, რომლებიც მაგლებისგან დაუცველ ადგილებში ცხოვრობენ, მათთვის დეილუზიონირების შელოცვის მოვლენა უხდებათ კანონის მიხედვით.
თესტრალებს საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობა აქვთ იმ ჯადოქრებისთვის, რომლებსაც მათი დანახვა შეუძლიათ. თესტრალებს აღწერენ როგორც ავბედით და საზარელ არსებებს. ხოლო მათ დიდ, ძვლოვან აგებულებაზე მეტად ხალხს თესტრალების დრაკონისებრი სახე და თეთრი, შემზარავი, მოელვარე თვალები აშინებთ.
თესტრალების აგებულება ძირითადად ცხენისას გავს, განსხვავება მხოლოდ უზარმაზარი ფრთებია. აბრაქსანისგან განსხვავებით (კიდევ ერთი ფრთოსანი ცხენის ჯიში) თესტრალებს სულაც არ ამშვენებთ დიდი ფრთები. პირიქით, ამით ღამურას უფრო ემსგავსებიან.
თესტრალების უხორცო, მოკაშკაშე სხეულები დაფარულია ბზინვარე ბეწვით. მათი გლუვი კანი ცოტა არ იყოს მოლიპულია და იმდენად თხელია, რომ თესტრალების ძვლები საკმაოდ გარკვევით ჩანს მათ ქვეშ.
ამ შემზარავ ცხენებს შავი ფაფარი აქვთ, ისევე როგორც შავი კუდები. კიდევ ერთი განმასხვავებელი შტრიხია მათი გრძელი და ბასრი ეშვები, რომლებსაც ნადავლის ხელში ჩასაგდებად იყენებენ ხოლმე.
თესტრალები ცოტა არ იყოს მოსაწყენი ცხოველები არიან, მაგრამ პროფესორ რუბეუს ჰაგრიდს თუ დავუჯერებთ, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და სხვათა შორის, ისინი მართლაც სწრაფად ხვდებიან სად უნდა პატრონს გამგზავრება.
თესტრალებს ბნელ და ჩუმ გარემოში ყოფნა უყვართ. დაბურული ტყეები მათი მუდმივი ადგილსამყოფელია. ერთმანეთთან ურთიერთობენ ან გამგმირავი კივილით, ან ყვირილით რომელიც რომელიმე გიგანტური ფრინველის ხმას მოგვაგონებს. პრინციპში ასეცაა. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ გაარჩიონ მტერი მოყვარესგან. ისინი თავს ესხმიან ყველას ან ყველაფერს, რაშიც საფრთხეს ხედავენ, ხოლო თუ მოშინაურებულები არიან, იცავენ თავიანთ პატრონებსაც. ჰოგვორტსის ბრძოლაში კარგად ჩანდა თესტრალები, რომლებსაც ბაკბიკი მიუძღოდა წინ და ისინი ერთად ებრძოდნენ გოლიათებს.
თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან და პროფესორი გრაბლი-პლენკის თქმით ისინი ხშირად ესხმიან თავს ფრინველებს. ეს არსებები ჰოგვორტსის აკრძალულ ტყეშიც ცხოვრობდნენ და ისინი საკმაოდ კარგად გაწვრთნილები და მოვლილები არიან. არასოდეს ესხმიან თავს სტუდენტებს ან სხვა ცხოველებს თუ კი სერიოზულად არ გაღიზიანდებიან.
თესტრალის კუდის ბეწვი საკმაოდ ძლიერი და გამოყენბადი მატერიაა. მას ჯოხების გულისთვის იყენებენ ხოლმე და აღსანიშნავია, რომ დიდგულას ჯოხს სწორედ თესტრალის კუდის ბეწვი ჰქონდა გულში.
თესტრალებს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვთ და ადვილად ცნობენ სისხლისა და ახალი ხორცის სუნს. გამოირჩევიან შესანიშნავი ორიენტაციის უნარითაც. მაგალითად, 1996 წელს, თეესტრალების დახმარებით 6 ჰოგვორტსელი სტუდენტი საკმაოდ მოკლე ხანში ჩავიდა ჰოგვორტსიდან ლონდონში.
ჰოგვორტსში თესტრალებს საკმაოდ დიდი ფუნქცია აკისრიათ. ყოველი წლის დასაწყისში მათ მოსწავლეები ჰოგვორტსის ექსპრესიდან ციხე-კოშკამდე მიყავთ. ისინი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, რადგან გვერდით ყავთ რუბეუს ჰაგრიდი, რომლისთვისაც თესტრალები ფავორიტი არსებები არიან.