საიდუმლო ოთახი გახსნილია. ძრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
საიდუმლო ოთახი შექმნა ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჰოგვორტსისა - სალაზარ სლიზერინმა. იგი სხვა დამაარსებლებს ეწინააღმდეგებოდა და არ უნდოდა სკოლაში მაგლური წარმოშობის ბავშვების მიღება. სლიზერინმა იქ გამოამწყვდია საშინელი და საზარელი ურჩხული - გველი ბასილისკო. ლეგენდის მიხედვით გველი სკოლას მაგლიური წარმოშობის ბავშვებისაგან გაწმენდდა.
საიდუმლო ოთახი სავსეა გველების ქანდაკებებით, ხოლო მის შუაში სალაზარ სლიზერინის უშველებელი ქვის თავია გამოსახული.
შესასვლელი
საიდუმლო ოთახის შესასვლელი მდებარეობს მეორე სართულზე, გოგონების ტუალეტში. ერთ-ერთ ონკანზე გამოსახულია გველი და საკმარისია პარსულად წარმოთქვა სიტყვა "გაიღე" რომ მაშინვე გაიხსნება გასასვლელი საიდუმლო ოთახამდე. ზემოთხსენებულ ტუალეტში ცხოვრობდა გოგონას სული, სახელად მირტლი, უფრო ცნობილი როგორც მტირალა მირტლი. თუ ამ გოგონას დავუჯერებდით, ეს ეს ონკანი არასოდეს მუშაობდა. მაგრამ ეს ოთახი ორჯერ გაიღო, პირველად 1993 წელს ჰარისა და რონის მეშვეობით, ხოლო 1998 წელს რონმა და ჰერმიონმა შესძლეს ოთახის გაღება.
ისტორია
როგორც აღვნიშნე სალაზარ სლიზერინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დანარჩენ დამაარსებლებს: გოდრიკ გრიფინდორს, როენა რეივენქლოსა და ჰელგა ჰაფლეფაფს. მას არ სურდა რომ ჰოგვორტსში მაგლური წარმოშობის ჯადოქრები მიეღოთ სასწავლებლად , რადგან თვლიდა რომ ისინი ამის ღირსები არ იყვნენ. ამის გამო მასა და დანრჩენეებს დიდი კამათI მოუვიდათ და სლიზერინმა სკოლა დატოვა. თუმცა ლეგენდის მიხედვით მან სკოლაში დატოვა საიდუმლო ოთახი, ჰოგვორტსის მიწის სიღრმეში. იქ კი ჩასვა ურჩხული - ბასილისკო, რომელიც დახოცავდა ყველა მუქსისხლიანს სკოლაში. ერთI შეხედვაც საკმარისი იყო მისთვის რომ სასიკვდილოდ იყავი განწირული.
თუმცა ეს მას შემდეგ მოხდებოდა, რაც სლიზერინის მემკვიდრე გააღებდა ოთახს, რადგანაც მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს შეეძლო საიდუმლო ოთახის გაღება.
სალაზარ სლიზერინის სიკვდილის მერე, მრავალი საუკუნის გამავლობაში ცდილობდნენ აღმოეჩინათ ეს ოთახი, თუმცა უშედეგოდ, ვერაფერიც ვერ იპოვნეს. ამის შემდეგ ყველამ მართლაც რომ ლეგენდად ჩათვალა ეს ყველაფერი, თუმცა 1942 წელს პირველად გაიღო ოთახი და ყველა დარწმუნდა საიდუმლო ოთახის არსებობაში.
1942-1943 წლის გახსნა
საიდუმლო ოთახი პირველად გაღებული იქნა ახალგაზრდა სტუდენტის - ტომ მარვოლო რიდლის მიერ, მოგივნაბით ცნობილი როგორც ლორდი ვოლდემორი. დიახ, სწორედ ის იყო სლზიერინის მემკვიდრე! დედის მხრიდან, მხოლოდ რიდლი აღმოჩნდა სლიზერინის ბოლო და უკანასკნელი შთამომავალი. მის მეხუთე წელიწადს ჰოგვოტსში, რიდლმა შესძლო და აღმოაჩინა საიდუმლო ოთახი. ასევე იგი აკონტროლებდა ბასილისკოს, რადგან ისევე როგროც სლიზერინი ისიც ფლობდა პარსულ ენას. მან გამოუშვა ბასილისკო, რის მერეც დაიღუპა სლიზერინელი გოგონა სახელად მირტლი , გოგონების ტუალეტში. ამ ფაქტის გამო აპირებდნენ რომ დაეხურათ ჰოგვორტსი, რაც ნამდვლად გაანადგურებდა რიდლს, რადგანაც სხვა სახლი ჰოგვორტსის გარდა არ ქონია, იმის გამო რომ იგი მთელი ცხოვრება ბავშთა სახლში ცხოვრობდა. საჭირო იყო დამნაშავის გაჭერა და რიდლმა ასეთI რამ მოიფიქრა: მესამე კურსელ რუბეუს ჰაგრიდს გადააბრალა ყველაფერი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ინტერესი უცნაური ცხოველების მიმართ. მას ჰყავდა უშველებელი ობობა, ამიტომაც რიდლმა ეს ფაქტი კარგად გამოიყენა. ყველა მოატყუა რომ ეს ურცXული სწორედ ეს ობობა იყო და რუბეუს ჰაგრიდი მესამე კურსიდან სკოლიდან გარიცხეს , რიდლს კი სპეციაული ჯილდო გადასცეს ჰოგვორტსისთვის გაწეული დახამრებისთვის.
ალბუს დამბლდორი, მაშIნდელი ტრანსფიგურაციის მასწავლებელი არ ენდობოდა რიდლს , ამიტომ ყოვლეთვის თვალს ადევნებდა მას.
იმის გამო რომ საიდუმლო ოთახის გაღება დიდი ხნით არ იყო უსაფრთხო, 16 წლის ასაკში მან შექმნა თავისი პირველი ჰორკრუქსი - დღიური, რომელშიც შეიანახა თავისი სულის ნაწილი, იმ იმედით რომ დაასრულებდა სალაზარ სლიზერინის მიერ დაწყებულ საქმეს.
1992-1993 წლების გაღება
დობი: ჰოგვორტსში საშინელი ამბები დატრიალდება. დობის არ შეუძლია ჰარი პოტერი აქ დატოვოს, ყველაფერი თავიდან იყება, სერ, საიდუმლო ოთახი ისევ გააღეს...
ჰარი: ესე იგი საიდუმლო ოთახი მართლა არსებობს? შენ ამბობ რომ ის ადრეც გაუღიათ?
ოთახი ხელახლა გაიღო 1992 წელს, როდესაც რიდლის მოჯადოებული დღიური ჯინი უისლის აკონტროლებდა. პირველ კურსელ სტუნდეტს ლუციუს მალფოიმ წინგებში ჩაუგდო უცნობი დღიური, ამის შემდეგ კი ჯინიმ მასში წერა დაიწყო. იგი ყველაფერს უზიარებდა რიდლის მოგონებას, რომელიც ამ დღIურში იყო დამწყდეული. ცოტა ხნის მერე ჯინი იძულებული იყო საშინელი რამეები დაეწერა კორიდორის კედელბზე. რიდლის კონტროლის ქვეშ მან გააღო საიდუმლო ოთახი და გამოუშვა ბასილსკო. ამიტომაც მრავალი სტუდენტი კარგა ხნის მანძილზე პარალიზებული დარჩა.(და არა დახოცილები, რადგან მათ პირდაპირარცერთს არ შეუხედავს ბასილისკოს თვალებისთვის)
ესენი იყვნენ: კოლინ ქრივი, ჯასტინ ფინჩ-ფლენჩი, პენელოპე ქლეარუოთერი და ჰერმიონ გრეინჯერი. ასევე მსხვერპლთა სიაში იყვნენ თითქმის უთავი ნიკი და ფილჩის კატა- მისის ნორისი.
მოგვიანებით ისინი გამოჯანმრთელდნენ მადამ პომფრისა და პროფესორი სპრაუტის მიერ დამზადებული მანდრაგორას ნაყენის საშუალებით.
1993 წლის 23 მაისს ჯინი საიდუმლო ოთახში ჩაიყვანა რიდლის მოგონებამ, რომ მისგან ძალის წართმევის ხარჯზე მიწიერ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა. ჰარი პოტერი, რონ უისლი და ბნელი ძალბისგან თავდაცვის მასწავლებელი, გილდეროი ლოკჰარტი (რომელიც უძლებით წაიყვანეს) გაემართნენ საიდუმლო ოთახისკენ, რათა ჯინი უისლისთვის ეშველათ, რადგანაც კედელზე ნახეს წარწერა, რომელიც გოგონას
სასიკვდილო განაჩენს აუწყებდა ყველას. მათ ყველაფერი გამოუვიდათ: როდესაც საიდუმლო ოთახში ჩავიდა ჰარი, რიდლის მოჩვენებამ მას ბასილოსკო დაადევნა, მაგრამ ქუდისა და ფოუკსის საშუალებით ჰარიმ მას სძლია. ქუდში გაჩნდა გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, რომელიც მხოლოდ ნამდვილ გრიფინდორელს შეეძლო ამოეღო ქუდიდან. ამ ხმლის საშუალებით ჰარიმ მოკლა ბასილისკო, რომელსაც
ფოუკსის წყალობით თვალები დათხრილი ჰქონდა.
სამწუხაროდ, მისი ეშვი შეერჭო ხელში. თუმცა ფოუკსის ცრემლებმა მას ეს სასიკვდილო ჭრილობა მოურჩინა. ჰარიმ ასევე შესძლო და გაანადგურა რიდლის დღიური, რამაც საბოლოოდ მოსპო ტომ მარვოლო რიდლის მოგონება.
1998 წლის გაღება
1998 წლის 2 მაისს , ჰოგვორტსის ბრძოლის დროს, რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი დაბრუნდნენ საიდუმლო ოთახში, რათა ბასილისკოს ეშვები მოეპოვებინათ, რადგან ვოლდემორის ჰორქრუქსის განადგურება მხოლოდ ისეთ შხამს შეეძლო, რომელიც ბასილისკოს გააჩნდა. ალბათ იკიტხავთ, როგორ მოახერხეს მათ ოთახისგ აღება, როდესაც არცერთმა არ იცოდა პარსული ენა. რონმა ჰარის ნათვამი გაიმეორა, რომელიც "გაღებას" ნიშნავდა. როგროც სჩანს რონს კარგად დაუმახსოვრებია ჰარის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა, როდესაც მან სლიზერინის მედალიონს უბრძანა გაიღეო. ჰერმიონმა კი ეშვების წყალობით გაანადგურა ჰელგა ჰაფლეფაფის თასი, რომელიც ვოლდემორის ერთ-ერთ ჰორქრუქსად ექცია.